ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს აუნაზღაურებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუფსიდირებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუფსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს – 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას. აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა ორი წელი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუფსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, პროგრამა იანვრიდან ამოქმედეება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ელექტროენერგიის ტარიფის სუფსიდირება.

იტვირთბა....