ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კელი დეგნანი: საქართველო ნატო-სა და აშშ-ის ღირებული პარტნიორია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ჩრდილოანტლანტიკური ალიანსის გაფართოების საკითხი აპლიკანტი ქვეყნებისა და ნატო-ს მოკავშირეების გადასაწყვეტია და სხვას ვერავის ექნება ხმის მიცემის, ან ვეტოს უფლება. დეგნანის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

“გადაწყვეტილებების მიღება ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასა და ნატო-ს 30 მოკავშირეზეა დამოკიდებული. ვერავის სხვას ვერ ექნება ხმის ან ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ, ევროპის გარეშე. ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ნატო-ს შესახებ ნატო-ს გარეშე, და ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე. ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება აირჩიონ თავისი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები. საქართველო ნატო-სა და შეერთებული შტატების ღირებული პარტნიორია”, – აღნიშნა ელჩმა.

კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთის რიტორიკა ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე შეიჭრა.

“გაუგებარია, რატომ ცდილობს რუსეთი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას – შეიძლება ამით ცდილობს შიდა პრობლემებისგან რუსი ხალხის ყურადღების გადატანას, ან ნატო-ს ერთობის შესუსტებას. ერთი რამ კი ცხადია, სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, და სწორედ რუსეთმა მოახდინა უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზაცია მუქარის ნიშნად. რუსეთის რიტორიკა ვერ გადაფარავს რომ რუსეთი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყნებში დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებში და ახლა მისი ჯარები განლაგებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზე”, – განაცხადა დეგნანმა.

 

იტვირთბა....