ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამტრედიის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

თბილისში, სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე 40 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა სამტრედიის ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან მამაკაცი სანადირო თოფით არის მოკლული.

გარდაცვლილი სამტრედიის ქუჩაზე არ ცხოვრობდა. სავარაუდო ვერსიით, მან მის მეუღლესა და მის მეგობარს ნაქირავებ ბინაში შეუსწრო. მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა სავარაუდო დამნაშავის შესახებ ისინი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან არ საუბრობენ.

შსს-მ მომხდარზე 108-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე ცნობილია, რომ დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის და მიმდინარეობს გამოძიება.

 

იტვირთბა....