ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლონდა თოლორაია პრეზიდენტის ვეტოზე: ზოგადად, ძალიან რთულია ამ ქვეყანაში პრინციპულ დროს პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება

ლონდა თოლორაიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკმარისი სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონზე ვეტო დაედო.

“იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა გავრცელებული, ვეტოს მოლოდინი მქონდა. პრინციპში, მის გუშინდელ განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ ის ამ კანონთან დაკავშირებით ხედავს არაერთ პრობლემას და მის ამ განცხადებაში მითითებული პრობლემები არის ზუსტად სამართლებრივი პრობლემები. ამიტომ, რა თქმა უნდა, არსებობდა საკმარისი საფუძვლები ვეტოს დასასაბუთებლად“, – აღნიშნა თოლორაიამ პალიტრანიუსის გადაცემაში “დღის ნიუსრუმი”.

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, პრეზიდენტის ვეტო ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იქნებოდა, თუმცა, არ არის მარტივი ისეთი რამის გაკეთება, რაც უმრავლესობისთვის მოსაწონი არ იქნება.

“პრეზიდენტის ვეტო იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ყველა მიმართულებით. პარლამენტისთვის იქნებოდა იმის თქმა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმები ასეთი წესით არ უნდა ტარდებოდეს, როდესაც საქმე ეხება უწყების დაშლას და ადამიანის უფლებების დაცვას. ფაქტია, რომ პრეზიდენტმა იფიქრა, რადგან ბოლო დღეს იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ზოგადად, ძალიან რთულია ამ ქვეყანაში პრინციპულ დროს პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, არ არის მარტივი თქვა ისეთი რაღაც, რაც უმრავლესობისთვის არ იქნება მოსაწონი“, – განაცხადა თოლორაიამ და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმანაც იმოქმედა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევას აპირებდა.

იტვირთბა....