ახალი ამბები საზოგადოება

ვარკეთილში, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. როგორც მეტრონომს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის დროს, სახლში არავინ იმყოფებოდა”, – აცხადებენ შსს-ში.

 

იტვირთბა....