ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: ჩემი სრული სოლიდარობა ჯანდაცვის სამინისტროს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს

მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს გაფიცულ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებს.

“ჩემი სრული სოლიდარობა ჯანდაცვის სამინისტროს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს. სანამ სამინისტროს ბოსები თბილ კაბინეტებში ათასი ლარით იზრდიან ხელფასებს და ძირითადად, სტატისტიკის გაყალბებით არიან დაკავებული, სოციალური მუშაკები დადიან ქუჩა-ქუჩა ყინვაშიც და სიცხეშიც, უმძიმეს პირობებში მუშაობენ და ამაში მხოლოდ რამდენიმე ასეულ ლარს მიუგდებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს დიდი უსამართლობაა. სოციალური მუშაკები თვითონ გახდნენ ფაქტობრივად სოციალურად დაუცველი და სხვები როგორღა უნდა დაიცვან”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

იტვირთბა....