aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

სამეფო სახლი: სააკაშვილმა “ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა” საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში გამოიყენა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. როგორც ახლახან გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სიმღერიდან “ჩაკრულო” მონაკვეთი – ,,ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში გამოიყენა.

“ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის ,,ჩაკრულოს“ ტექსტი ,,ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....