aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: ან იქნება რიგგარეშე არჩევნები, ან უნდა შეეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი ამოცანაა, ეს ყველაფერი დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანა”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, დადგება დღე, ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება თვილისში და მიაღწევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.

“ჩვენი ერთადერთი გზა, რისთვისაც ჩამოვედი საქართველოში, არის ყველგან პროტესტი და ხმის ამოღება უსამართლობის წინააღმდეგ. მშვიდობიანი, მაგრამ ყველგან ძალიან მასშტაბური. რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ რეჟიმს შესაძლებლობა ერთ ადგილზე შევიკრიბოთ, ყველა დაგვარბიოს და ამით დაამთავროს. უნდა ვიყოთ ბევრ ადგილზე, არასწორხაზოვნად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა გამოვიყენოთ ერთი, მეორე, მესამე ტრიბუნა, ეს ტრიბუნაც. ერთ-ერთი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, ოპოზიციის ერთიანობაა. არ დავუჯეროთ ეშმაკს, რომელიც ჩაგვჩურჩულებს, რომ მაინც არაფერი გამოვა.

რა თქმა უნდა, დადგება ის დღეც, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება თბილისში და მიაღწევს რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას. პირველივე დიდი კამპანიური აქციების შედეგად მე გავთავისუფლდები საპატიმროდან. რა თქმა უნდა, ეს მშვენივრად იცის ამ რეჟიმმა. ივანიშვილი ცდილობს ჩაკლას ეს მუხტი და მანამდე მომკლას მე, რომ ციხიდან არ გამოვიდე. ან იქნება რიგგარეშე არჩევნები, ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება.

იტვირთბა....