საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ახალგაზრდებზე ისაუბრა.
“ჩვენ გვყავს წარმოუდგენელი ახალგაზრდობა, რომელსაც მე მოკრძალებით მიშას თაობას ვეძახი. ის, ვინც აპოლიტიკურია, სხვადასხვა ტანსაცმელი აცვია. მინდა გითხრათ, რომ მეც ფერად ტანსაცმელში მოვედი აქ და სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენსავით ფერადი და მრავალფეროვანი. მეც მიყვარს კლუბებში სიარული, ვაღიარებ. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ამ სასამართლოს ტერიტორიაზე მშვენიერი კლუბი გამოვიდოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.