ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სააკაშვილი: ყველაფერს იგლეჯს პუტინი, რომ ბუქარესტის ფორმულირება გაუქმდეს, ეტყობა, რაღაცისთვის მიმიღწევია ცხოვრებაში

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფებს მიმართა, გამოეცნოთ, რისთვის იმყოფება დღეს ის საპატიმროში.

“გუშინ და გუშინწინ ბრიუსელში იმართებოდა ნატოს სამიტი, სადაც რუსეთი მოითხოვდა, ამოეღოთ ის ფორმულირება, რომელიც მე და პოლონეთის პრეზიდენტმა კაჩინსკიმ ამერიკელების დახმარებით 2009 წელს გავიტანეთ ბუქარესტში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. მე მინდა, განსაკუთრებით ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა – როგორ გგონიათ, რატომ ვიმყოფები მე ციხეში? 1) კოსტიუმების ყიდვის გამო, 2) საქართველოში არალეგალურად ჩამოსვლის გამო, 3) იუშენკოს აბანოში მომსახურების და შამპუნის ფასის გამო 4) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ საქართველო არ ჩავაბარეთ რუსეთს 2008-ში.

აბა, გამოიცანით, რის გამო იმყოფება მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის ქვეშ, ბუქარესტის ფორმულირების ავტორი, რომლის გამოც ყველაფერს იგლეჯს პუტინი, რომ ეს ფორმულირება გაუქმდეს. ეტყობა, რაღაცისთვის მიმიღწევია ჩემს ცხოვრებაში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

იტვირთბა....