aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

სააკაშვილი მოსამართლეს: ბოდიში, რომ თქვენგან განსხვავებით, ოთხი უმაღლესი მაქვს დამთავრებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო ბრალდების საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სხდომა მიმდინარეობს. თავისი სიტყვის წარმოთქმისას, მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს, რომელმაც მიმართა, რომ მისკენ მიტრიალებულიყო, უპასუხა:

“არ ვაპირებ, ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. მე ვაპირებ, თვალებში შევხედო ქართველ ხალხს. თქვენ, ჩემთვის არავინ არ ხართ. თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე ქართველი ხალხის წინაშე წარვდექი აქ და ვერავინ გამაწყვეტინებს და თუ გამაწყვეტინებთ, ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს.

ეს სხდომის დარბაზი ჩემი აშენებულია, ეს დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორია ჩემი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია, მე სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. ყველაფერი, რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში და ყველაფერი, რაც არ გააფუჭეს აქამდე, არის ჩემი გაკეთებული. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით, ოთხი უმაღლესი იურიდიული სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. არანაირ პატივს არ ვცემ მე ივანიშვილის სასამართლოს“, – მიმართა მოსამართლეს სააკაშვილმა.

იტვირთბა....