რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნები წამოიწყო. მედიიც ცნობით, ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში დაწყებულ წვრთნებში 3 000 სამხედროა ჩართული.
“ტაქტიკური წვრთნებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდება ცეცხლსასროლი იარაღიდან საკონტროლო გასროლებზე, სამხედრო მარშის ორგანიზებასა და საყრდენი პუნქტების აღჭურვაზე“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამხედრო სწავლებაში დაახლოებით 300 ტექნიკა, მათ შორის, ტანკები და საბრძოლო მანქანებია ჩართული.