ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესაძლოა, კიდევ ერთი სასამართლო დავა მოუხდეს

მას შემდეგ, რაც მელბურნის სასამართლომ მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზის მოქმედება აღუდგინა, ჩოგბურთელის წინააღმდეგ მესაზღვრეებმა კიდევ ერთი ბრალდება წამოაყენეს – ჯოკოვიჩს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ, რაც ქვეყნაში სერიოზულ კანონდარღვევად ითვლება და პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც Daily Mail წერს, ავსტრალიაში არსებული შეზღუდვის მიხედვით, ჯოკოვიჩს მელბურნში ჩაფრენამდე 14 დღის განმავლობაში, ანუ, 21 დეკემბრის ჩათვლით, სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია არ უნდა ჰქონოდა.

ამ ეტაპზე, საზღვრის სამსახური იძიებს, მოიტყუა თუ არა ნოვაკმა აეროპორტში, როდესაც ამ შეკითხვას უარყოფითი პასუხი გასცა. მესაზღვრების ვარაუდით, ამ 14-დღიან პერიოდში ნოვაკმა სულ მცირე, ერთ ქვეყანაში იმოგზაურა.

დოკუმენტების მიხედვით, ჯოკოვიჩმა ესპანეთიდან ავსტრალიაში დუბაის გავლით იმგზავრა. ტვიტერზე გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ 25 დეკემბერს ის ჯერ კიდევ მშობლიურ სერბეთში იმყოფებოდა, 2 იანვარს ის ესპანეთში, ვარჯიშისას დააფიქსირეს, რის შემდეგაც, 5 იანვარს კი ის დუბაის გავლით მელბურნში ჩავიდა. მესაზღვრეები სწორედ იმაზე მიუთითებენ, რომ ჯოკოვიჩის ესპანეთში მოგაურობის ისტორია კარანტინის მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ არის.

იტვირთბა....