ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ავსტრალიის სასამართლომ ჯოკოვიჩს ქვეყანაში დარჩენის ნება დართო

მელბურნის სასამართლომ მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელსაც აუცრელობის გამო ავსტრალიიდან დეპორტაცია ემუქრებოდა, ვიზის მოქმედება აღუდგინა. შესაბამისად, ჩოგბურთელს ქვეყანაში დარჩენა და ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობის საშუალება ეძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

“სასამართლო აღელვებულია იმ საკითხით, თუ რატომ არ მიიღო მხედველობაში ავსტრალიის ხელისუფლებამ სამედიცინო ცნობა, რომელიც ჯოკოვიჩს ვაქცინაციისგან ათავისუფლებდა“, – წერს გარდიანი.

სასამართლომ საემიგრაციო სამსახურს ჯოკოვიჩის დაუყოვნებლივი გათავისუფლება დააკისრა სასტუმროდან, სადაც სავალდებულო კარანტინში იმყოფება და ასევე, ავსტრალიის ხელისუფლებას ჩოგბურთელის ხარჯების ანაზღაურება დაავალა.

თუმცა, როგორც The Guardian წერს, ემიგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ალექს ჰოუკს ჯერ კიდევ შეუძლია მიიღოს პირადი გადაწყვეტილება ჯოკოვიჩის ვიზის ანულირებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ჩოგბურთელს, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონია და მელბურნში ტიტულის დასაცავად ჩავიდა, კოვიდპასპორტის არარსებობის გამო, მესაზღვრეებმა აეროპორტის დატოვების საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც, მას ხელისუფლებამ ვიზის მოქმედება გაუნულა და დეპორტაციის საკითხის გადაწყვეტამდე, სპეციალური დაყოვნების სასტუმროში გადაიყვანა.

იტვირთბა....