დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ომიკრონის ვარიანტთან მიმართებაშიც, მთავარ ბერკეტად ვაქცინაცია და ბუსტერ დოზები რჩება.
“ნიუ იორკის მონაცემებით, დაახლოებით 4-5-ჯერ ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ვაქცინირებულებში ომიკრონის შემთხვევაშიც. ამიტომ, დასკვნა – ორჯერ ვაქცინირებულსაც ემართება ომიკრონი, ის მიდის შედარებით უფრო მსუბუქად, ფაიზერით ბუსტერიზაციას კი ეს აჰყავს 80 პროცენტის ზემოთ. ამიტომ, მთავარი მოწოდება არის ისევ და ისევ აცრები, ისევ და ისევ ბუსტერი. განსაკუთრებით, მინდა ვთხოვო ექიმებს და სამედიცინო პერსონალს, რომ ყველამ გაიკეთოს ბუსტერი ”, – ამბობს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თებერვალში, პიკის პერიოდში ნავარაუდევი არალაბორატორიულად დადასტურებული 60 ათასი შემთხვევის რაოდენობა განახევდება, თუ პირბადის ხმარების მაჩვენებელი 80 პროცენტს გადასცდება.
“არ ვიხმაროთ ნაჭრის პირბადე, ვიხმაროთ სამშრიანი, სამედიცინო პირბადე, მაგალითად, მე ვატარებ ორ პირბადეს ერთად, უკვე პირბადის ფასი შედარებით ხელმისაწვდომია”, – ამბობს ინფექციონოლოგი.