ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

კალაძე: 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პენსიონრები 500 ლარიან მედიკამენტების ვაუჩერს მიიღებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისშ მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონრებისთვის ,რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება, 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი დღეიდან, 11 იანვრიდან ამოქმედდება.

“დღეიდან ამოქმედდება 500 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერების პროგრამა. ამ პროგრამის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ოჯახების, მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000–ს. ამ ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ გვერდში დავუდგეთ და მაქსიმალურად ხელშეწყობა ქონდეთ. მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან გამგეობაში მისვლა არ დაჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე ავტომატურად გახდება პროგრამით მოსარგებლე”, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს მიმართავს. ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში. ამის შემდეგ, ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი, ტელეფონის ნომერზე სპეციალურ კოდს მიიღებს და პირადობის მოწმობით, მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს.

იტვირთბა....