ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხერხეულიძე: პოლიტსაბჭოზე შეიძლება ვიმსჯელოთ პარტიული ხელმძღვანელების შეცვლაზე

ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოზე სხდომაზე შესაძლოა, პარტიული ხელმძღვანელების შეცვლის საკითხიც დადგეს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ტელეკომპანია პირველის ეთერში საუბრისას აღნიშნა.

“შიდაპარტიული დღის წესრიგის გათვალისწინებით, იქნება საკითხები, რომლებიც შესაძლებელია შეეხოს პარტიული სტრუქტურების გადაწყობას, ხელმძღვანელების შეცვლას იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს პარტიის მუშაობა“, – ამბობს ხერხეულიძე.

ეკა ხერხეულიძის თქმით, შეხვედრის კიდევ ერთი მიზანი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაა.

“2022 წელს პირველად შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განგვსაზღვროთ პოლიტიკური დღის წესრიგი. დღევანდელი დღე იქნება გზამკვლევი, უახლოესი მომავლისთვის ჩვენი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის გზამკვლევი”, – ამბობს ხერხეულიძე.

იტვირთბა....