ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

“ინფლაციის მხრივ, საქართველო დანარჩენი მსოფლიოსგან გამონაკლისი ვერ იქნება” – ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოში ინფლაციის დონის ზრდა მსოფლიოში არსებულ ტენდენციაზეა მიბმული და კოვიდის თანმდევ უარყოფით ეკონომიკურ ეფექტს წარმოადგენს. ამის შესახებ ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაცია არ არის განსხვავებული იმ ტენდენციისგან, რაც მსოფლიოშია. როგორც კოვიდთან დაკავშირებით ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული – როდესაც მსოფლიოში კოვიდის შემთხვევები იმატებს, ეს აისახება საქართველოშიც; ანალოგიურად ვერ იქნება ინფლაციასთან დაკავშირებით გამონაკლისი საქართველო იქედან გამომდინარე, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია“, – განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ მსოფლიოში, მათ შორის, ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებში, ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმების მაგალითებს ვხედავთ.

ფინანსთა მინისტრის პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ფასების 0.3, პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 13.9%-ით არის გაზრდილი.

იტვირთბა....