საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ფასები 0.3, პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 13.9%-ით.
როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, წლის განმავლობაში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 15.6 პროცენტით გაიზარდა.
ფასები მომატებულია ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა პური და პურპროდუქტები (+20.2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (+24.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+19.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (+20.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (+15.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.2 პროცენტი), თევზეული (+16.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+13.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (+10.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.1 პროცენტი).
ფასების ზრდა ფიქსირდება ისეთ ჯგუფებში, როგორებიცაა საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (+43.5 პროცენტი), მიმდინარე მოვლა და შეკეთება (+8.0 პროცენტი).
ხოლო ფასები -3.1 პროცენტით არის შემცირებული საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე.