[su_quote]სრულიად აშკარაა რაც ხდება, იუნესკოს დასკვნა, მეორე დღეს [სამხარაულის], თეთრით ძაფით, ნაჯახით არის ნამუშევარი. გამოყავთ ახლა გეჯაძე და ლაპარაკობს, რომ თურმე დამკვეთისთვის ჩემი დასკვნის გაზიარების უფლება არ მქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეო. წარმოგიდგენიათ?! თავხედობის დონე მითხარით, რა. შე კაი ადამიანო, გამოქვეყნებას ხომ არავინ გეუბნებოდა, შენ რომ ადამიანმა დაგიქირავა, გაარკვიე იქ რა ხდება და შენი დამქირავებელი სულ სხვა წყაროდან იღებს ინფორმაციას, რომ რაღაცაზე ხელი გაქვს მოწერილი, რაც საერთოდ არ იყო შენი მოვალეობა… გეჯაძე იმისთვის დაიქირავეს, რომ სამხარაულის დასკვნაზე მოეწერა ხელი, თუ იმისთვის რომ ობიექტური სურათი გამოეტანა და დამკვეთისთვის მოეხსენებინა? ეს უტიფარი ადამიანი ახლა გამოდის და კიდევ მორალზე და ზნეობაზე ლაპარაკობს. ასე რა, ყველაზე უარესები ლაპარაკობენ, რომ არიან ანგელოზები[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგმა და ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.