სამგზავრო ბარათებში ბეჭდური შეცდომის გამო, აბონემენტების გაცემა 10 იანვრამდე შეჩერდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბანკი” ავრცელებს.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა.
“საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია “მს+”. სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონიმენტების გაცემა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა სამგზავრო ბარათის ფოტოები, სადაც სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში საბაგიროს ნაცვლად, “საბაგარო” წერია.