[su_quote]იუნესკომ უთხრა მსოფლიოს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც კლავენ ჟურნალისტებს და საქართველო არის ქვეყანა, სადაც მთავრობა აშავებს მოკლულ ჟურნალისტებს ისევე, როგორც ჰქონდათ მცდელობა გაეშავებინათ გიორგი სანაია და ეს არ გამოუვიდათ. გავიდა 20 წელი ამ შემთხვევიდან. გუშინ მგონია იყო ის მომენტი, როდესაც საათი გაჩერდა რუსთავი 2-ში, ჩემს მეუღლეს დაურეკეს და უთხრეს, რომ გიორგი აღარ იქნებოდა. ეს ყველაფერი გააკეთა მაშინ შევარდნაძის ხელისუფლებამ ,რომ დარჩენილიყო ბიოგრაფიაში გიორგი სანაიას მკვლელობა. შევარდნაძის ბიოგრაფიაში ჟურნალისტის მკვლელობაა. ისევე როგორც ივანიშვილის და მისი ხელის ბიჭების ბიოგრაფიაში დარჩება ლექსო ლაშქარავას მკვლელობა[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ “მთავარი არხის” ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.