ახალი ამბები კორონავირუსი

დელტაკრონი – მეცნიერებმა დელტასა და ომიკრონის გაერთიანებული შტამი აღმოაჩინეს

დელტაკრონი, კვიპროსში მეცნიერებმა „დელტასა“ და „ომიკრონის“ გაერთიანებული შტამი აღმოაჩინეს და მას სწორედ ეს სახელი უწოდეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დელტაკრონი ომიკრონის მსგავსად ძალიან გადამდები იქნება. მეცნიერებმა დელტაკრონის 25 შემთხვევა გამოავლინეს და სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის უფრო ხშირად ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გვხვდება.

ვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა და ბიოტექნოლოგიისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ლეონდიოს კოსტრიკისმა განაცხადა, რომ მომავალში ვნახავთ, ეს შტამი იქნება თუ არა უფრო პათოლოგიური, გადამდები და გაბატონდება თუ არა სხვა შტამებზე.

იტვირთბა....