ახალი ამბები მსოფლიო

ყაზახეთში ორმხრივ სროლას 4 და 11 წლის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

ყაზახეთში ორმხრივი სროლის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბავშთა ომბუდსმენი არუშან საინი უცხოურ მედიასთან საუბრისას ადასტურებს.

მისივე თქმით, ორმხრივმა სროლებმა ასევე 11 წლის მოზარდის სიცოცხლეც შეიწირა.

ომბუდსმენის თქმით, ბავშვი 5 იანვარს მშობლებთან ერთად სეირნობის დროს დაჭრეს. მომხდარის სხვა გარემოებების შესახებ უფლებადამცველს არ გაუმჟღავნებია.

დაშავებულ 15 წლის გოგონას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ის ახლა რეანიმაციაში იმყოფება.

ცნობისთვის, ყაზახეთში დაახლოებით 5 000-მდე აქციის მონაწილეა დაკავებული.

იტვირთბა....