ევროკავშირი მზად არის ყაზახეთს მშვიდობის დამყარებაში დაეხმაროს, – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მისივე თქმით, ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის, გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია რეგიონის სტაბილურობისთვის.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რომელმაც მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ იფეთქა ყაზახეთში. ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის, გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია რეგიონის სტაბილურობისთვის.
ჩვენ ღრმად ვწუხვართ დაღუპულთა გამო და მკაცრად ვგმობთ ძალადობის ფართოდ გავრცელებულ აქტებს. მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციების თავიდან აცილება, ძალადობის ყოველგვარი წაქეზების თავიდან აცილება, თავშეკავება და არეულობის სხვა მიზნებისთვის გამოყენება.
ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში. გარე სამხედრო მხარდაჭერამ პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს.
ჩვენ მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას, დაიცვან თავიანთი ვალდებულებები ამ რთულ დროს, მათ შორის, პატივი სცენ თავიანთი მოქალაქეების უფლებებს და ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ყაზახეთში აქციის მონაწილე 5 000-მდე ადამიანია დაკავებული.