[su_quote]რამდენიმე წელია ისინი მომავალი კვირიდან იწყებენ ყველაფერს, ეს პირველად არ ხდება. ამბობენ გავალთ ხალხში. ეს ერთგვარ ტრაგიკომედიად იქცა. საერთოდ ვერ აყალიბებენ დღის წესრიგს. თავი დავანებოთ ხალხში გასვლას. რამდენი ე.წ „სატოპკე“ აუწია ისტორიის ჩარხმა, ხო დაწყებული ტოტალური მოსმენებიდან, მერე იგივე ლექსო ლაშქარავას საქმე. გაყალბებული არჩევნები, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ასევე შარლ მიშელის დოკუმენტის გადახევა. საერთაშორისო უტიფრობაზე გადავიდა ხელისუფლება და ყველაფერი შერჩა, რატომ შერჩა და იმიტომ, რომ ოპოზიცია იფაფხურა, იფაფხურა, ილაპარაკა ამ თემაზე და იქცნენ ერთგვარ კომენტატორებად ხო, ჩემი კონკურენტები გახდნენ ხო. ჰგონიათ, ეთერში რომ დაჯდებიან, დავარცხნილად, ჭკვიანად რომ ისაუბრებენ ეს არის პოლიტიკა. ეს არ არის პოლიტიკა. მაშინ ასე გამოდის, რომ მეც პოლიტიკაში ვარ. საერთოდ ვერ ქმნიან დღის წესრიგს. შემდეგ ეს ყველაფერი დააზიანა სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. ფაქტობრივად მასზე ჩაიკეტა ყველაფერი, თითქოს აღარც პანდემია იყო და ათობით ადამიანები არ იღუპებოდნენ. დილას ვუზომავთ წნევას სააკაშვილს და საღამოს ტემპერატურას. ამ თემამ საერთოდ გაანადგურა პოლიტიკური დღის წესრიგი[/su_quote]
აცხადებს “ტვ პირველის” ეთერში პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.