დღეში 100-ზე მეტი შეტყობინება მომდის ფაიზერის ვაქცინის ვადაგასულობაზე, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.
მისივე თქმით, ფაიზერის ვაქცინის ვადა გლობალურად არის 9 თვე.
„დღეში 100-ზე მეტი შეტყობინება/კომენტარი მომდის ფაიზერის ვაქცინის ვადაგასულობაზე.
დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღება ამ ქვეყანაში “არ მოსულა” (ვინც დაუშვა ყველანი კარგათ ვიცით)
არა ერთხელ ვთქვი, დავწერე (წყაროების მითითებით) რომ ფაიზერის ვაქცინის ვადა გლობალურად არის 9 თვე.
მერე გაკვირებული სახეებით გამოდიან და ხალხი რატომ არ იცრებაო ….
მართლა დამღლელია ყველასთვის“, – წერს ფხაკაძე.