ახალი ამბები მსოფლიო

შეიარაღებული თავდასხმების შედეგად ნიგერიაში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

შეიარაღებული თავდასხმების შედეგად ნიგერიაში 200-მდე ადამიანი დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმის დროს დაწვეს სახლები და დაასახიჩრეს მსხვერპლების ცხედრები. შეირაღებული ჯგუფები მთავრობის თავდასხმების საპასუხოდ ტყიან რეგიონებში მათ სამალავებს ტოვებენ.

ასევე ცნობილია, რომ ნიგერიის მთავრობა საკმაოდ დიდი ხანია კრიმინალურ დაჯგუფებებს ებრძვის.

იტვირთბა....