ახალი ამბები საზოგადოება

როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 9 იანვარს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„აღმოსავლეთ  საქართველოში  6-8 იანვარს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 9 იანვარს მოიღრუბლება,  ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება, 9 იანვარს კი  +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს.

ქ. თბილისში 9 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 6-8 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება. 9 იანვარს მოიღრუბლება, შედარებით აცივდება, მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. 10 იანვრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....