ვთავაზობთ გაერთიანებას იმ ადამიანებს, ვისაც რეჟიმის დამხობის სურვილი აქვს – აღნიშნულის შესახებ რუსთავის პენიტენციურთან გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერ აქციაზე საინიციატივო ჯგუფ „მიშას სექტორის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გააერთიანებენ ხალხს, ხოლო თბილისში “დაუმორჩილებლობის ჯგუფების” შექმნას აპირებენ.
ერთ-ერთი „მიშას სექტორის“ წარმომადგენელი, ლევან მერებაშვილი აცხადებს, რომ რეგიონებში თანამოაზრეებთან ერთად ივლიან.
მისივე თქმით, მათი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ სააკაშვილი თავისუფალი არ იქნება.
მისივე თქმით, დაუმორჩილებლობის ჯგუფები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწყობენ როგორც „სირცხვილის კორიდორებს“, ასევე სხვადასხვა უწყებასთან მივლენ.