ახალი ამბები პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული მდგომარეობით, ვგმობ ძალადობას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.

“ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებულო მდგომარეობით. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვნახეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მოქალაქეთა უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა, მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება”, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 60-ზე მეტი ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

ალმათის კომენდანტის ოფისის თანახმად, ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 18 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოკვეთეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში არეულობას 22 წლის ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამასთანავე ყაზახეთში ე.წ სამშვიდობო მისიით რუსული სამხედრო ძალები შევიდნენ.

იტვირთბა....