ახალი ამბები სამართალი

ჭანტურია გეჯაძეზე: როგორ შეიძლება ვენდოთ, ის არ არის პატიოსანთა იმ რიგებში, რომელსაც ვერ იყიდი ფულით, ან ვერ შეაშინებ

როგორ შეიძლება ვენდოთ, ეს ადამიანი არ არის იმათ რიგებში, რომელსაც ვერ იყიდი ფულით, ან ვერ შეაშინებ, – ასე გამოეხმაურა რეჟისორი, გია ჭანტურია, დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის მიერ გამოცხადებულ თანხმობას ლაშქარავას დასკვნაზე, სადაც წერია, რომ ის ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა.

როგორც ჭანტურია აღნიშნავს, როდესაც დამოუკიდებელი ექსპერტი დგას და სახელმწიფოს პოზიციას ასე მყარად იცავს, იქ უკვე დამთავრებულია ლაპარაკი.

„სისტემური დანაშაულია, როდესაც ამ სისტემის ერთი რგოლიც კი არ ისჯება. შეიძლება არის, როდესაც, ვიღაც შემსრულებელს მაინც დასჯიან ხოლმე. აი მაშინ ნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ სისტემურია. რა უნდოდა სიტყვაზე იგივე მორგოშიას, ან სხვა რომელიმეს დასჯას. ვერ გაწირავს სისტემა. იმიტომაა ეს სისტემური დანაშაული.

როგორ შეიძლება ვენდოთ გეჯაძეს? სულ რომ მის წარსულს თავი დავანებოთ ეს ადამიანი არ არის იმ პატიოსანი ადამიანების რიგში, რომელსაც ვერ იყიდი ფულით, ან ვერ შეაშინებ. როდესაც დამოუკიდებელი ექსპერტი დგას და სახელმწიფოს პოზიციას ასე მყარად იცავს, იქ უკვე დამთავრებულია ლაპარაკი. მის გამოსვლაში ძალიან ბევრ განერვიულებას და ტყუილს ვხედავ. პროფესიონალები სულ სხვანაირად ლაპარაკობენ. ეს სახელმწიფო ყველას და ყველაფერს იყიდის. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამხარაულის ბიურომ ჩანაწერზე, რომელშიც იყო ბერას და პრემიერის ჩანაწერი, თქვა, რომ მინისტრებს კიარა ლისტებს ამბობსო. უკაცრავად, მაგრამ ეს აბსოლუტური საგიჟეთია. ეს ისეთივე რამეა რომ გავრცელდეს, მაღალჩინოსანი ბავშვს ყელს აჭრის და ჭამს იტყვიან, არა ნამცხვარი იყოო. ფორმალურად დადგება, ის უკვე აწ გამომცხვარი რაღაცა, პაპუაშვილი, რადგან ესენი ხო არაფერი არ არიან. ესენი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენები არიან“, – აცხადებს ჭანტურია.

ცნობისთვის, დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა და ის მას სრულიად ეთანხმება.

მისივე თქმით, მან ეს არ გაასაჯაროვა, რადგან უფლება არ ჰქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის (იგულისხმება ტვ პირველი).

საგულისხმოა, რომ იუნესკომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტად იყო მოხსენიებული.

ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ გაავრცელა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო გარდაიცვალა.

იტვირთბა....