ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება: როცა ამერიკელები შენთან არიან, ზოგჯერ ძნელია ცოცხალი დარჩე, არ გაგძარცვონ და გაგაუპატიურონ

როცა ამერიკელები შენთან არიან, ზოგჯერ ძნელია ცოცხალი დარჩე, არ გაგძარცვონ და გაგაუპატიურონ, – ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ ყაზახეთს შესაძლოა, მომავალში რუსული ჯარებისგან ქვეყნის გათავისუფლება გაუჭირდეს.

როგორც რუსული მხარე აცხადებს, ენტონი ბლინკენი ყაზახეთის მოვლენებზე საკმაოდ უტიფრად საუბრობდა.

„თუ ანტონი ბლინკენს უყვარს ისტორიის გაკვეთილები, აცნობეთ მას შემდეგი: როცა ამერიკელები შენს სახლში არიან, ხანდახან ძნელია ცოცხალი დარჩე, არ გაგძარცვონ და გაგაუპატიურონ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 60-ზე მეტი ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

ალმათის კომენდანტის ოფისის თანახმად, ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 18 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოკვეთეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში არეულობას 22 წლის ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამასთანავე ყაზახეთში ე.წ სამშვიდობო მისიით რუსული სამხედრო ძალები შევიდნენ.

იტვირთბა....