ლაშქარავა 5 ივლისს კი არა, 11 ივლისს გარდაიცვალა, ესეც მიუთითებს, რომ არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა იუნესკოს მიერ ლაშქარავას მოკლული ჟურნალისტების სიაში შეტანის ფაქტს.
მისივე თქმით, მოხდა. იუნესკოს ეს მონაცემები რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატურია.
„ლაშქარავა 5 ივლისს კიარა 11 ივლისს გარდაიცვალა, ესეც მიუთითებს, რომ არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. იუნესკოს ეს მონაცემები რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატურია. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს, ეს გამოძიებამ დაადგინა და როგორც ვიცი ამაზე ოჯახის წევრებმაც თანხმობა განაცხადეს. ვინც ხელყო თავისუფალი მედიის მოქმედება ყველა იქნება დასჯილი. თქვენ ხომ იცით, რომ რამდენიმე ადამიანი დავაკავეთ“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა და ის მას სრულიად ეთანხმება.
მისივე თქმით, მან ეს არ გაასაჯაროვა, რადგან უფლება არ ჰქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის (იგულისხმება ტვ პირველი).
საგულისხმოა, რომ იუნესკომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტად იყო მოხსენიებული.
ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ გაავრცელა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო გარდაიცვალა.