ახალი ამბები სამართალი

მინდიაშვილი: 5 ივლისის აქცია უშუალოდ საპატრიარქოს მაღალიერარქების, პუტინისტებისა და ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული

5 ივლისის აქცია უშუალოდ საპატრიარქოს მაღალიერარქების, პუტინისტებისა და ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში თეოლოგი, ბექა მინდიაშვილი წერს.

მისივე თქმით, პირველ რიგში 5 ივლისის კომისია უნდა შეიქმნას.

„5 ივლისის აქცია უშუალოდ საპატრიარქოს მაღალიერარქების, პუტინისტებისა და ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, – ამას ფიგურალურად არ ვამბობ და ეს არ არის გადაჭარბება. მათ წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი ძალადობრივი ანგარიშსწორება მედიასა და სამოქალაქო აქტივისტებზე, ასევე დაგეგმილი ჰქონდათ ევროკავშირის დროშის ჩამოხევა.  ამიტომ, ლექსო ლაშქარავას მკლველობასა და ჟურნალისტების ცემაში უშუალოდაა დამანაშავე ღარიბაშვილი, შსს მინისტრი, შიო მუჯირი, სხვა მღვდელმათავრები და პუტინისტი მოძალადეები. საერთოდ არ მესმის იმ უფლებადამცველების, იმ პოლიტიკოსების, ჟუნრალისტების თუ უბრალოდ შეგნებული და თავმოყვარე მოქალაქეების, რომლებიც ამ ამბავს უცნაურად ივიწყებენ, ან იქ მობოგინე, საპატრიარქოს მიერ საგანგებოდ რეგიონებიდან ჩამოყვანილ მოძალადეებს ჰკიდებენ დანაშაულის სიმძიმეს, რაღაც ნეიტრალური ფრაზებით იტყუებენ თავს და ჩვენც გვაბოლებენ. საერთოდ არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც 5 ივლისის შემდეგ მშვიდად ძინავს. პირველ რიგში 5 ივლისის კომისია უნდა შეიქმნას, უფრო სწორად, დიდი ხანია უნდა შექმნილიყო!“, – აცხადებს ბექა მინდიაშვილი.

ცნობისთვის, დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა და ის მას სრულიად ეთანხმება.

მისივე თქმით, მან ეს არ გაასაჯაროვა, რადგან უფლება არ ჰქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის (იგულისხმება ტვ პირველი).

საგულისხმოა, რომ იუნესკომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტად იყო მოხსენიებული.

ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ გაავრცელა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო გარდაიცვალა.

იტვირთბა....