ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის პატრიარქი: ყაზახეთი ისტორიულად ჩვენი ტერიტორიაა, ამიტომ გულგრილები ვერ ვიქნებით

ყაზახეთი ისტორიულად ჩვენი ტერიტორიაა, ამიტომ გულგრილები ვერ ვიქნებით, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, ლოცულობს, რათა ეს სისხლისღვრა მალე დასრულდეს.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ურთულესი მოვლენები ხდება ჩვენი ოდესღაც ერთიანი უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ხალხი ერთმანეთს მძიმე სამოქალაქო კონფლიქტში შეეჯახა, სისხლი მართლაც იღვრება. და ეს ძალიან ახლოსაა, ეს ხდება ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე და ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილები ვიყოთ ამ სისხლის ღვრის, ამ შეტაკებების, ამ ადამიანური განუკითხაობის მიმართ.

დღეს კი, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ვლოცულობ რომ უფალმა წყალობა გაიღოს ყაზახი ხალხის მიმართ, რათა დამყარდეს მშვიდობა“, – ნათქვამია რუსეთის საპატრიარქოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 60-ზე მეტი ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

ალმათის კომენდანტის ოფისის თანახმად, ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 18 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოკვეთეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში არეულობას 22 წლის ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტვირთბა....