ეგ საკენკი თქვენთვის გადმოყარეს და აკენკეთ როგორც ყველა სხვა დანარჩენი ნაგავი ამ დრომდე, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა და ლაშქარავას დასკვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ის ჰეროინის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
როგორც ჟორჟოლიანი წერს, იუნესკომ თქვა რომ ამბის მთავარი დღე 5 ივლისია და ეს ამტკიცებს, რომ ლექსო სინამდვილეში მოკლეს.
„იუნესკომ თქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა სადაც ჟურნალისტი (ოპერატორი) მოკლეს. იუნესკომ თქვა რომ ამბის მთავარი დღე 5 ივლისია.
მოგმართავთ ყველას, ვინც დაიჯერეთ ამბავი იმის შესახებ რომ ლექსო ნარკოტიკით გარდაიცვალა, ხელისუფლებას ამ დრომდე დასკვნა არ დაუდია. თუ გამოიცნობთ რატომ? იმიტომ რომ ეგ საკენკი თქვენთვის გადმოყარეს და აკენკეთ როგორც ყველა სხვა დანარჩენი ნაგავი ამ დრომდე“, – წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა და ის მას სრულიად ეთანხმება.
მისივე თქმით, მან ეს არ გაასაჯაროვა, რადგან უფლება არ ჰქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის (იგულისხმება ტვ პირველი).
საგულისხმოა, რომ იუნესკომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტად იყო მოხსენიებული.
ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ გაავრცელა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო გარდაიცვალა.