ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ხუხაშვილი ყაზახეთზე: შემდეგი ჩვენ ვართ

უკრაინის ულტიმატუმის შედეგები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან, შემდეგი ჩვენ ვართ, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტილოგი გია ხუხაშვილი წერს.

მისივე თქმით,  დიდი პოსტ-საბჭოთა სურათი ასე გამოიყურება:

„აზერბაიჯან-სომხეთის კრიზისი. შედეგი რუსეთის როლის გაძლიერება.

ბელორუსიის კრიზისი. რუსეთის როლის გაძლიერება.

ყაზახეთის კრიზისი. რუსეთის როლის გაძლიერება.

უკრაინის ულტიმატუმის შედეგები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგი ჩვენ ვართ“.

ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 60-ზე მეტი ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

ალმათის კომენდანტის ოფისის თანახმად, ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 18 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოკვეთეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში არეულობას 22 წლის ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტვირთბა....