ახალი ამბები

ყაზახეთში არეულობას 22 წლის ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყაზახეთში არეულობას 22 წლის ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 22 წლის ლევან კოგეაშვილი ისრაელის მოქალაქე იყო.

მედია წერს, რომ ის აქციებში მონაწილეობას არ იღებდა და სამსახურში მანქანით მიმავალი სროლის დროს დაიჭრა.

ისრაელის საგარეო უწყებაა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა კაცის ცხედრის ისრაელში გადასვენებისთვის მუშაობენ.

ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 60-ზე მეტი ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

ალმათის კომენდანტის ოფისის თანახმად, ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 18 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოკვეთეს.

იტვირთბა....