ახალი ამბები მთავარი

“ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებლები გაუარესდა

“ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. ამერიკის ხმის ინფორმაციით, ორგანიზაციამ ჩვენს ქვეყანას 100-დან 36 ქულა მიანიჭა, რაც წინა წელთან შედარებით ორი ქულით გაუარესებული მაჩვენებელია.

61-დან 60 ქულაზეა ჩამოსული მაჩვენებელი გლობალური თავისუფლების კუთხითაც. საქართველო ამ შედეგით კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანების სიაში რჩება.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 3.75-დან 3.50 ქულამდე დაეცა დამოუკიდებელი მედიის მაჩვენებელი.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მთავრობა ინტერნეტ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ახერხებს, თუმცა, 2021 წელს, ინტერნეტის თავისუფლების მხრივ ქვეყნის მაჩვენებელი ერთი ქულით არის გაუმჯობესებული (100-დან 77).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებლები აქვს.

 

იტვირთბა....