„აირჩიე სიცოცხლე,“ – მოგვიწოდებს მოციქული.
მორწმუნეთათვის ეს ნიშნავს მცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას,
მაღალზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლად
სხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ და
მარადიულად ღმერთთან ვმყოფობდეთ.
ათეისტებისათვის კი ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგან
ისინი ეყრდნობიან ფორმულირებას: მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის,
რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის სწამთ, არც ჩვენი სულის არსებობის დაარც მისი უკვდავების; ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი
მთავრდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას,
ხშირ შემთხვევაში, არ ერიდებიან”, – ნათქვამია პატრიარქის საშობა ეპისტოლეში.
იტვირთბა....