სულ მაინტერესებდა, ‘ქართველობას გვართმევენ,’ რას ნიშნავს და მგონი ესაა, – მსგავსი ხასიათის პოსტს სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი ავრცელებს.
პოლიტიკოსი პოსტში წერს, რომ მისმა ევროპაში გაზრდილმა ძმიშვილებმა თავიანთი თავი ერთ ქართულ გაზეთში, მასთან ინტერვიუს თანდართულ ფოტოებში აღმოაჩინეს და უნებართოდ გამოყენება გაასაჩივრეს.
სამადაშვილი აცხადებს, რომ მისმა ძმისშვილებმა მათთან ფოტოების გადაღებას ემბარგო დაადეს.
”ჩემმა ევროპაში გაზრდილმა ძმისშვილებმა, საკუთარი თავი აღმოაჩინეს ერთ ქართულ გაზეთში, ჩემთან ინტერვიუს თანდართულ ფოტოებში.
ბავშვებმა სასწრაფოდ გამოთქვეს სურვილი, გაზეთისთვის ეჩივლათ, მათი ფოტოების უნებართვოთ გამოყენებისთვის.
როდესაც გაიგეს, რომ ნებართვა მე გავეცი-მაშინ შენ გიჩივლებთო. ჩემთან ფოტოების გადაღებას კი, ემბარგო დაადეს.
სულ მაინტერესებდა, ‘ქართველობას გვართმევენ,’ რას ნიშნავს და მგონი ესაა“, – წერს სამადაშვილი.