ყაზახეთში არეულობას 13 სამხედრო ემსხვერპლა, 2 მათგანს აქტივისტებმა თავი მოჰკვეთეს, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ალჯაზირა” ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ამას გარდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებების დროს ათეულობით მომიტინგე დაიღუპა.
ცნობისთვის, ყაზახეთის მთავრობა მოსახლეობის მხრიდან გამოხატული მკვეთრი პროტესტის ფონზე გადადგა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა პროტესრის გამწვავების ფონზე დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა, სადაც რუსეთიც მოიაზრება.
დღეისთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში რუსმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს შესვლა.
ამას გარდა ყაზახეთში სომეხი მშვიდობისმყოფელების შესვლის პროცესიც დაწყებულია.
ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტს “გარედან მართულ ტერორისტულ აქტს უწოდებს”.
როგორც ბელარუსის პრეზიდენტი, ლუკაშენკო აცხადებს ყაზახმა აქტივისტებმა პატიება უნდა ითხოვონ და პრეზიდენტ თოყაევს დაემორჩილონ.