მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობის მდომარეობაზე ენდოკრინოლოგმა და პროფესორმა ლალი ჯავახიშვილმა ტელეკომპანია ,,მთავარში” ისაუბრა.
როგორც ექიმი აცხადებს, მისი დასუსტებული ორგანიზმი ამას ვერაფრით ვერ გაუმკლავდება და საბოლოოდ ჩავარდება ლოგინად.
„სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა პატიმრის ბედთან და გაუთვლელი აქვთ ის შედეგი, რაც შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, მით უმეტეს პატიმარი და პაციენტი სააკაშვილი გვპირდება იმას, რომ თუ დღეს არ დამთავრდება, აი ეს დემარში მის წინააღმდეგ და ექიმებს არ შეუშვენებ, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას. სავარაუდოდ, ეს ზომა იქნება ისევ შიმშილი, ეს შიმშილი იქნება მისთვის განაჩენი.
მისი დასუსტებული ორგანიზმი ახალი შიმშილობის პროცესს ვერაფრით ვერ გაუმკლავდება და მართლა ჩავარდება საბოლოოდ ლოგინად. მას ეკუთვნის რეგულარული სამედიცინო მონიტორინგი და ვერ იღებს ამას, რაც არის ძლიან ცუდი მისი ჯამრთელობისთვის და ძლიან ცუდად მეტყველებს, როგორც ციხის ადმინისტრაციის დამოკიდებულებაზე, ასევე სახელმწიფოს პოლიტიკაძე“, – აცხადებს ლალი ჯავახიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა იანვრის თვის ბოლომდე გადმოსწია და განაცხადა, რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს.