იტალიაში 50 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, იტალიის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
გარდიანის ინფორმაციით, იცვლება ვაქცინაციის წესები დასაქმებულთათვის და 15 თებერვლიდან, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულმა 50 წელზე უფროსმა პირებმა დამსაქმებელს უნდა წარუდგნონ მწვანე პასპორტი ან ახლო წარსულში კორონავირუსის გადატანის შესახებ ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელების უფლება აღარ ექნებათ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის იტალიის მოსახლოების 78% უკვე ვაქცინირებულია.