იხმაურეთ, იყვირეთ, საკმარისია, ეხლა დაიჩოქეთ და პატიება ითხოვეთ, – აღნიშნული სიტყვებით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ ყაზახ აქტივისტებს მიმართა.
მისივე თქმით, მომიტინგეებმა პატიება ყაზახეთის პრეზიდენტს თოყაევს უნდა სთხოვონ და ხელისუფლებასთან მორიგდნენ.
„მე ვამბობ, იყვირეთ, იხმაურეთ და გეყოთ. ახლა მოლაპარაკებების დროა, სანამ შორს წასულხართ. უნდა წახვიდეთ, დაიჩოქოთ და სამხედროებს პატიება სთხოვოთ, რადგან ის ბზარი ამოავსოთ, რომელიც გაჩნდა. უნდა დასხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, პრეზიდენტთან, ის განათლებული, ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი და ადამიანია“, – აცხადებს ლუკაშენკო.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა პროტესრის გამწვავების ფონზე დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა, სადაც რუსეთიც მოიაზრება.
დღეისთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში რუსმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს შესვლა.
ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტს “გარედან მართულ ტერორისტულ აქტს უწოდებს”. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შეტაკებებს ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი სამართალდამცავი კი დაშავდა.
პროტესტის დროს დაშავებულ სხვა პირებზე ოფიციალური ინფორმაცია არ რასებობს, თუმცა, ვრცელდება ცნობები ათობით დაღუპილისა და ასობით დაშავებულის შესახებ.