მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ხელისუფლებამ ვიზის მოქმედება შეუჩერა. ამას წინ უძღოდა საზოგადოების ნაწილის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის უფლება მიენიჭა.
უცხოური მედიის ცნობით, მესაზღვრეებმა ჯოკოვიჩისგან ვერ მოისმინეს სარწმუნო არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის შემთხვევაში სამედიცინო გამონაკლისი დაიშვა. აეროპორტში რამდენიმე საათიანი დაყოვნების შემდეგ, ჩოგბურთელი სასტუმროში გადაიყვანეს.
“წესი ყველასთვის წესია“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა.
მისი დეპორტაციის საკითხს სასამართლო ორშაბათს გადაწყვეტს.