ვაქცინაციაზე უარის თქმის მიუხედავად, მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის პირველობაზე მონაწილეობის უფლება მისცეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ამის თაობაზე განცხადება, დიდი სლემის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ჯოკოვიჩმა სპეციალური განცხადებით, რამდენიმე კომისიას მიმართა, სადაც ეწერა, თუ რატომ ამბობს უარს ვაქცინაციაზე.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩოგბურთელის მტკიცებულებები არასაკმარისი აღმოჩნდება, ჯოკოვიჩს შემდეგის საგზური სახლისკენ ექნება.
ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საკმაოდ ბევრი ადამიანი აღაშფოთა, რადგან ქვეყანა კორონავირუსის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს ებრძვის.
საზოგადოება თვლის, რომ წესები ყველა სპორტსმენზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონია, ხოლო ხსენებული ღონისძიება კი 17 იანვარს გაიხსნება.