ახალი ამბები პოლიტიკა

გვარამია ყაზახეთზე: ევრაზიაში ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა და მას რუსეთის მძევლობა ქვია

ევრაზიაში ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა და მას რუსეთის მძევლობა ქვია, – ასე ეხმაურება „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია ყახაზეთში რუსული სამხედრო ძალების შეყვანას.

როგორც ის წერს, ბელორუსული გეოპოლიტიკური ტესტი დასავლეთმა ჩააგდო.

„ბელორუსული გეოპოლიტიკური ტესტი დასავლეთმა ჩააგდო. უკრაინაში ჯერ ბუნდოვანებაა. ახლა ყაზახეთიც დაემატა.

თუ უკრაინის და ყაზახეთის ტესტებს ჩააგდებს, გამოდის, რომ ევრაზიის კონტინენტზე, ევროკავშირს მიღმა, ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა და მას რუსეთის მძევლობა ქვია.

ps სომხეთი ყოფილა ოდკბ-ს მმართველი ქვეყანა. ხოდა, კაცი რომ გვეგონა, იმ ფაშინიანმა ოდკბ-ს სახელით ყაზახეთში ჯარების გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და განცხადება გამოაქვეყნა. ბედის უმწარესი ირონია“, – აცხადებს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა პროტესრის გამწვავების ფონზე დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა, სადაც რუსეთიც მოიაზრება.

დღეისთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში რუსმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს შესვლა.

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტს “გარედან მართულ ტერორისტულ აქტს უწოდებს”. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შეტაკებებს ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი სამართალდამცავი კი დაშავდა.

პროტესტის დროს დაშავებულ სხვა პირებზე ოფიციალური ინფორმაცია არ რასებობს, თუმცა, ვრცელდება ცნობები ათობით დაღუპილისა და ასობით დაშავებულის შესახებ.

 

 

იტვირთბა....