ახალი ამბები პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადასწია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა იანვრის თვის ბოლომდე გადასწია.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილის მოთხოვნები არ შესრულდება პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს.

„რაც შეეხება შიმშილობის დაწყებას, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ შემდეგი, იმ შემთხვევაში თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება და მას არ გაეწევა მკურნალობა იანვრის თვის განმავლობაში, ის განაგრძობს და მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას. ცხადია ყველა მოთხოვნა, რომელიც მას ჰქონდა ძალაში რჩება“, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სააკაშვილმა მთავრობას მოთხოვნების შესასრულებლად დრო მხოლოდ 6 იანვრამდე მისცა.

იტვირთბა....